პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო სასესიო კვირაში წარადგენს.

„დაანონსებული იყო, რომ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება და მთავრობის წევრებს სამთავრობო კომისიის სხდომა აქვთ, საკითხის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.