„ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივამა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც პრემიერის  მისამართით ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერის მუქარას გამოეხმაურა.

„ევროკომისარ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი ვარჰეის მხრიდან, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, როდესაც ვიღაც პრემიერ-მინისტრს ეუბნება, თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ  5 ტყვია მიიღო… რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.