“ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, გადადგა ნაბიჯები ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

„მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება – ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და სანქციებით ემუქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” მივიღეთ. ეს არის პირდაპირ შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც ჩვენთვის მიუღებელია და არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას.

ის პოზიცია, რაც გვიჭირავს, არის ეროვნული პოზიცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები – მთელი ჩვენი გუნდი მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვართ მართლები და ამ სიმართლით ვივლით ბოლომდე“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.