ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის იმიტირების ეპიზოდს მამა შალვა კეკელია გამოეხმაურა.

პირველი ჩემი მოსაზრება არის, რომ ადამიანი მიდის დეგრადირებისკენ.

არანაირი ღირებული და ფასეული ალბათ  აღარ რჩება და არც უნდათ რომ დატოვონ.  ჩემთვის, რაც არის სამწუხარო როგორც ქრისტიანისთვის, თითქოს ეს თემი იცავს ყველას უფლებას და გვეუბნებიან რომ არ შეიძლება ადამიანი შეურაცხვყოთ, დავამციროთ და არცერთ  ადამიანს არ აქვს უფლება მის შეხედულებას შეეხო და მისი შეხედულების წინააღმდეგ წახვიდე, ეს მისი თავისუფალი არჩევანი და თავისუფალი ნებაა, მაგრამ ქრისტიანობის წინააღმდეგ ყველაფერს იყენებენ ეს ადამიანები.

ვიღაცამ რომ თქვას ებრაელებზე ცუდი, გეტყვიანანტისემიტი ხარ და როგორ შეიძლება ეს, მუსლიმანებზე რომ თქვა გეტყვიანამ რელიგიის წინააღმდეგი ხარ, და ამ დროს ყველა არღვევს ქრისტიანის უფლებას. იმდენად შეურაცხყოფენ ქრისტიანობას, უკვე პირდაპირ.

ეს ხომ დაგეგმილია, იქ ნებისმიერი დეტალი იყო გათვლილი ხო?! როგორ შეიძლება ამხელა ოლიმპიადის გახსნაზე, ისეთი რამ მოხდეს რაც გათვლილი არ არის?! ყველა ქმედებით რაღაც მესიჯს აგზავნიან ქრისტიანობის შეურაცხყოფისა, რაც ძალიან მძიმეა. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს საზოგადოება და მსოფლიო სხვა მხარეს მიდის. ადამიანებში აღრეულია უკვე ეს ყველაფერი და არანაირი ღირებული ადამიანს აღარ დარჩა უკვე.

ამ სიმახინჯეს ვეძახით სილამაზეს და ცოდვას ვეძახით სიწმინდეს. ამ მდგომარეობამდე მიჰყავთ ადამიანი. საშინელებაა ალბათ ეს. რაღა უნდა მოხდეს, პირდაპირ გვეუბნებიან აღარც ერიდებიან უკვე ამას“, – განაცხადა მამა შალვამ “postv-თვისმიცემულ ინტერვიუში.