„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის “Adani Group-ის” დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა და სხვ.“ – წერს „ტვიტერის“ გვერდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

გაზიარება