„Запад нам поможет“ – ცნობილი ფრაზა ასევე ცნობილი წიგნიდან და ფილმიდან „12 სკამი“.  სწორედ ასეთ თავდაჯერებულ ტყუილში ცხოვრობენ მიშისტები. ამის დასტური კი უძლიერესი მეგა-ვარსკვლავ-ვექილის, ადვოკატ მასიმო დი ანჯელოს დაქირავება გახლავთ, რომლის მარტო სახელის გაგონებაზე, თურმე, ბრალმდებლები-პროკურორები და მოსამართლეები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “კანკალებენ!” – წერს “ფეისბუკის“ გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„სინამდვილეში კი რა ხდება? – ბატონი მასიმო უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის! ყველაზე ამორალური იცით, რა არის? ეს მიშა-დამცველები, ქართველები და უცხოელებიც, თავისიანების მოტყუება-გადაგდებაზე, შესაბამისად, ფულის გაკეთებაზე არ ამბობენ უარს და ხომ წარმოგიდგენიათ, სხვას რა უზამდნენ, საშუალება რომ ჰქონდეთ? მთავარი მაინც ბენდერი და მისი ფრაზაა: „დასავლეთი დაგვეხმარება“ – „Запад нам поможет“.  კი, ნამდვილად გეხმარებათ, ოღონდ პროფესიონალი შულერებით! თუმცა არც ესენი აკლებენ და წავიდა: ჩამოვალ საქართველოში და მე ვიციო, – იმუქრებოდა სააკაშვილი. არაჟნებთან ერთად შემოიპარა. 100 000 კაცს დაგახვედრებთო, – ეუბნებოდნენ აქედან და სამართალდამცველები დაახვედრეს. იშიმშილეო და აჭამეს, არ ჭამოო და – ჩვენ ვიცითო, ადვოკატები ჩვენზეაო, და უძრავი ქონების სპეციალისტები „საერთაშორისო დონის ადვოკატებად“ ჩამოჰყავთ. და კიდევ რა „კონცერტს“ შემოგვთავაზებენ, კაცმა არ იცის!“ – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება