,,მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, ეს მისი საქმე და მისი უფლებაა. მას აქამდეც ჰქონდა პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. მეორე – მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პროცესზე დასწრება ემსახურება არა იმას, რომ მან თავი იმართლოს კანონის ფარგლებში, არამედ მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებისთვის საკუთარი ჯანმრთელობის დემონსტრირება მოახდინოს’’, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს სახელმწიფოს, შესაბამის ინსტიტუტს და ის განსაზღვრავს, რომელ პატიმარს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროება და აწვდის ამ სერვისს.

„მიხეილ სააკაშვილის დაავადებებთან დაკავშირებით, სასამართლოს გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ (რამდენიმე სეზონი), რომ “მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის”, – ჯვარი სწერია, მაგრამ თავისი თანაგუნდელები ასე ამბობდნენ, რომ, თითქოს, ბოლო წუთებს ითვლიდა. მეც, როგორც ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტებულია და “ვივამედში” მისი მკურნალობა – და არა ციხის საავადმყოფოში – ამის დასტურია, ვიდრე სხვა დროს გვატყუებდნენ ხოლმე, პირდაპირ რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, არ მჯერა, ისეთი რამ შეიძლება ამ ადამიანს სჭირდეს, რომლის შესაბამის მომსახურებას ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს. გამორიცხვით როგორ გამოვრიცხავ… ამის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ამ ქვეყანაში პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული საზღვარგარეთ გაეყვანათ მძიმე დაავადებების სამკურნალოდ, არ მახსენდება. არ ვიცი, კანონით რამდენად აქვს ამის უფლება. მე მგონი, ეს კანონითაც აკრძალულია, თუმცა, სასამართლო თუ მიიღებს ამის საპირისპირო გადაწყვეტილებას, ეს მათი საქმეა და არა – ჩემი’’, – განაცხადა დავითულიანმა.

გაზიარება