“აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს”, – აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის – ოლივერ ვარჰეის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკომისრის თქმით, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

ვარჰეისვე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.

გაზიარება