კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ში ჩატარებული არჩევნების კონტექსტში, საქართველოსთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკულ განცხადებას ეხმაურება.
„აღნიშნეს აშშ-ში “დემოკრატიული” წინსვლა – არჩევნებში მიცვალებულების გამარჯვებით. ჩვენ ამ გზაზე უკუსვლა დაგვიწუნეს.
ესე იყო საბჭოთა კავშირის დროს – გვიწუნებდნენ საქართველოს სოციალიზმიდან უკუსვლას. სანამ გზა საბოლოოდ არ აერიათ. ღმერთო, შენ უშველე ამერიკას!“ – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.