ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის სტატუსს ეხმაურება.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძე ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია.
“გიორგი მშვენიერაძეს, როცა ტელეეთერში ვხედავ ან რამეს მის მიერ ნათქვამს თუ ნაწერს წავაწყდები, წესით მხიარულ ხასიათზე უნდა ვდგებოდე, ოღონდ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა.
ახლა აქ არაფერი გამოსდის ( ან როგორ უნდა გამოუვიდეს?!) და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცხყოფას. ახლა, ამას რომ ჰკითხოს ვინმემ აზროვნებს, წიგნი(ები)ც ექნება წაკითხული, არადა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!”- წერს ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.