სტუდენტი ბექა რუხაძე კანადელი ლიბერალების მიერ გავლენის რეესტრის შექმნას ეხმაირება, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოური ჩარევისგან დაიცავს.

“არა რუსულ კანონს კანადაში?!

მეგობრებო, ორი ვარიანტია: ან ისევ მოგვატყუეს, ან კანადელებსაც ატყუებენ..

ტრუდოს პარტია კანადაში (ლიბერალები) უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას იწყებს. ეს მათთვის, ვინც გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონპროექტი რუსული იყო.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს იმასთან, რომ მსოფლიოში მიმდინარე ბოლო მოვლენების ფონზე, უკვე ბევრი სახელმწიფო დაფიქრდა უცხოური გავლენის გამჭირვალობაზე, ამ მხრივ კანონების მიღებაზე და თავისი სუვერენული ინტერესების დაცვაზე.

ახლა ჩანს, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი რომ ვითომ რუსული კანონი მიიღო საქართველომ იყო დეზინფორმაცია. შეცდომაში შეგვიყვანეს! ეს იყო ვიღაც პოლიტიკოსების უნიჭო, მაგრამ როგორც ჩანს შედეგიანი ტყუილების კამპანია. ახალგაზრდები ამას არ დაივიწყებენ!” – წერს რუხაძე.

გაზიარება