„ამდენი დღეა, ვიხვეწები, იქნებ ამიხსნათ: რატომ არის პრობლემა, შენი შემოსავალი სადმე აღრიცხო? როდესაც გაქვს შპს, მაშინ ხომ ყველანაირი შემოსავალიც და ხარჯით ბუღალტრულად გატარებული გაქვს და ,,ენჯეო” რაიმე ხელშეუხებლობას ნიშნავს?“ – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

„მე ისედაც კარგად ვიცოდი, ,,ხალხის ძალის” კანონპროექტი სადაურიც იყო და რაზეც არის საუბარი, მაგრამ არ შემიძლია, ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ შევუფასო მიზანმიმართული მესიჯები – ,,რუსული კანონი”, რომელმაც ნამდვილად იმუშავა და საკმაოდ ობიექტურად გააბრაზა ესა თუ ის ადამიანი (არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია). მართალია, მესიჯმა იმუშავა, მაგრამ რამდენი ხნით? რა თქმა უნდა, რამდენიმე დღით, რადგანაც უკვე თითქმის ყველამ გაიგო, თუ რაში იყო საქმე და თუ ვინ აწყობდა ამ გაუგებარ, თითიდან გამოწოვილ აურზაურს.

ახლა მაქვს კითხვა: ევროპარლამენტიც რუსულ კანონს იღებს თუ მანდ უფრო ჩრდილო კორეაზე გაქვთ ეჭვი?
გთხოვთ, მეგობრებო, ნუ აყვებით “ნაცების” მესიჯებს, გაეცანით ყველაფერს, კარგად გაიაზრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იბრძოლეთ!
ჩვენი მომავალი რომ ევროპაა, ეგ არის შეუქცევადი პროცესი და ნუ მისცემთ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას თქვენს ემოციებზე თამაშის უფლებას“, – წერს ლატარია.

გაზიარება