საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც “ხალხის ძალა”  აღნიშნავს,  ბიძინა ივანიშვილი 2004-2007 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს ხელფასებსაც კი უხდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა ჯარს და პოლიციას, გაარემონტა და აღჭურვა უამრავი სკოლა და ა.შ. თუმცა, მაშინ ის ოლიგარქად არავის მოუხსენებია.

 “ივანიშვილის მიმართ საელჩოს უარყოფითი განწყობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა. ახლა კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და მხოლოდ ქველმოქმედებითა და ქვეყანაზე ზრუნვით არის დაკავებული, მას ოლიგარქად აცხადებენ, რაც საელჩოს ორმაგ სტანდარტებზე დამატებით მეტყველებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება