„ჩემ წინ გამოდიოდა და ომახიანად ჰყვებოდა ამ ზღაპრებს და ტყუილებს ხაბეიშვილი, – ხალხზე არ ზრუნავთო და ერთი საზრუნავი გაქვთო… ძალიან მარტივია და მივმართავ საზოგადოებას: დღეს რაც ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”, აი, ამათი დამსახურება არის ის, რომ ასეთი ცრუპენტელები არიან. ცხელი შემოდგომა იქნებაო და გაქანდა ხაბეიშვილი და თბილი პალტოთი გამოიჭიმა რამდენიმე დღის წინ. აი, ასეთი მატყუარები არიან“, – განაცხადა პარლამეტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

„რეალურად რა ხდება და, ხდება ის, რომ აი, წითლიძე გამოესარჩლა- იმიტომ, რომ კეზერაშვილისგან სიკეთის მოლოდინი აქვს – იქნებ, რამდენიმე გროშით მეტი უწყალობოს.

ერთი საათის წინ ბოკერიამ ლენინს შეადარა თქვენი ბელადი სააკაშვილი, – დღეს ყველა ცდილობს, მიეკედლოს სააკაშვილსო. აი, ესაა თქვენი რეალური სახე.

აქ რომ მოვდიოდი, შემხვდა ქალბატონი, რომელსაც აი, ეს ბედოვლათები 2012 წლამდე ღიმილიან საქართველოს დაჰპირდნენ და ხალხს რომ კბილები დააცალეს და “გადააგდეს”, აი, იმ ქალბატონმა მოგიკითხათ.

ჩალაძე რომ გყავთ კანდიდატი, რომელიც აცხადებს, – პარტია იმიტომ მინდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მადარდებსო, იმ ადამიანს იქნებ აუხსნათ, რომ ამისთვის პარტია კი არაა საჭირო, – თერმომეტრი უნდა აიღოს და ყოველ დღე სიცხე უზომოს.

მელია რომ გყავთ ფორმალური ლიდერი, ქალბატონი წითლიძე რომ გამოვიდა და რაღაცები თქვა და დაიცვა კეზერაშვილი, შეთანხმებული გაქვთ თავმჯდომარესთან – მელიასთან? იცის ეგ ამბავი, ის რომ ოლიგარქს ეძახის და თქვენ რომ ეძახით მეცენატს?

“ნაციონალური მოძრაობა” შეგვიძლია მოვიხსენიოთ წარსულში – ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ… ეს ბედი თქვენ გადაგიწყვიტათ იმ ხალხმა, ვისაც დღენიადაგ აყენებთ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გაზიარება