საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კუდი არ გასწორდება, გინდ ყოფილი თანამდებობის პირი იყოს, გინდ დაქირავებული მებრძოლი. ფაქტი არის ერთი – ამ ადამიანებმა იციან, რომ მათი მხარდაჭერა განულებულია, ამიტომ, სისხლისღვრა და არეულობა ჩვენს ქვეყანაში არის მათი მიზანი, რაც, ცხადია, არ გამოვა. კიდევ ერთ რამეზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ნებისმიერი ასეთი მოღალატეობრივი განცხადება სიხარულს გვრის ხოლმე აქ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და წევრებს“, – ამბობს იონათამიშვილი.

ცნობისთვის: უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.

გაზიარება