“გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე და წავიკითხე. რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან “ჩაუშვა” და მტკიცებულებაც დაუდო, – ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და, ხანდახან, მათი აზრი დასავლეთის აზრზე მეტად აინტერესებთო“, – აცხადებს „ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ სჭირდება. მართლა საოცარი ხალხია – რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს“, – წერს „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე მდინარაძე.

გაზიარება