კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის – დევიდ კრამერის მიერ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ამ კაცს აშკარად აკვიატებული აზრები აწუხებს. მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვოთ, ცენტრ “ემპათიაში“ გასინჯონ. ექსპრეზიდენტს ასზე მეტი დიაგნოზი დაუდგინეს, ეს კაციც იმ წრიდანაა და იქნებ, მსგავსი სიმპტომები თუ აქვს საზღვარგარეთ, ჩამოიყვანონ აქ, “ემპათიაში“ სამკურნალოდ“, – წერს ხაინდრავა.

გაზიარება