„ქართველი ლიბერალების ალტერნატიული მორალურ-ზნეობრივი და სამართლებრივი განზომილება – „იმედის“ ჟურნალისტის მიერ კლავიატურის ლომების და ზიზღის მნთხეველების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი (უწყინარი და კანონიერი) ღრმად რომ აღგაშფოთებთ და სამი ტელეკანალიზაციიდან მომავალი უწყვეტი ცილისწამება, სიცრუე, ფსიქოლოგიური ტერორი სიტყვის თავისუფლებად მიგაჩნიათ, აი, ამ ორმაგ სტანდარტებში გენაცვალეთ, ნეოლიბერალო მწვალებლებო!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ბოროტების – „ნაცმედიის“ წარმომადგენლები, „გამპრავებლები“ და, უბრალოდ, მყვარებლები რა მორალური უფლებით ლაპარაკობენ მედია სტანდარტების დარღვევაზე?!

თამაშის როგორ წესებს გვთავაზობთ – სადაც თქვენთვის ყველაფერი მოსულა?!

თქვენი საყვარელი “დამოუკიდებელი” და “პროდასავლური” ტელევიზიები ხალხს ოჯახებში უვარდებიან! მათთვის ზღვარი არ არსებობს! არც კერძო საკუთრება! არც ადამიანის უფლებები! არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა! არც ბავშვი! არც მოხუცი! არც სასულიერო პირი! საერთოდ, ადამიანად არ თვლით იმას, ვინც ისე არ ფიქრობს და ცხოვრობს, როგორც ლიბერალური დღის წესრიგი კარნახობს! თქვენს შინაურ ცხოველს უფრო მეტი უფლებები გინდათ, რომ ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ, ვინც (მადლობა ღმერთს!) თქვენი ბაბლის მიღმა ვართ?! ყველაფერი ცალმხრივი გინდათ – „ნაცს“ და ლიბერალს უფლება აქვს, შეურაცხყოფა მოგვაყენოს საჯაროდ, მედიით, „ფეისბუკით“. ჩვენ პასუხის გაცემის უფლება კი არა, ამის არმოწონების უფლებაც არ გვაქვს! გვარამია თუ გვაგინებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მედიამენეჯერია და იავნანად უნდა ჩაგვესმოდეს! ნოდარ მელაძე თუ ცილს დაგვწამებს და კანიბალიზმში დაგვადანაშაულებს, მერე რა მოხდა…?!

უუხ, როგორ ნატრულობთ თქვენი საყვარელი ბელადის ხელისუფლებაში ყოფნას, – ხო ჩაატანდით გემოს „იმედის“ დარბევის ყურებას?! გენატრებათ ხო არველაძის „იმედი“ და მოდელირებული ქრონიკა?! გურამ დონაძის „რეალ ტვ” და თამარ კინწურაშვილის საზმაუ…?! როგორ გაბედა პაატა ქურდაძემ და ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი ერაყის განადგურების შესახებ? არა, რა! ნამდვილად დასახურია საზმაუც და ყველა მედია საშუალება, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ! იქ მომუშავე ხალხს – დახვრეტა და გადასახლება! ახალი სისხლით შეავსებთ, “ნიჭით” და “გემოვნებით” გამოტენილი კადრები კი გყავთ ოხრად…

მაგრამ ეს აღარ მოხდება! ცენზურას თქვენ ვეღარ დააწესებთ! თქვენი ტყუილების მხილებაც გაგრძელდება! ნამდვილ ამბებსაც გავაგებინებთ საზოგადოებას და საბოლოოდ დავასრულებთ თქვენს „ნაცლიბერალურ“ მედია დიქტატურას!“ – აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.

გაზიარება