“ამ ზნედაცემულმა სუბიექტმა კი უღალატა მის გუნდს, სადაც მის ბევრ შეცდომაზე თვალებს ხუჭავდნენ და რაღაც პერიოდი პოლიტიკოსად აქციეს. ახლა კი, თავის უნიჭო ასლებთან ერთად ამუნათებს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე ბლუყუნებს“,- წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით.

“ამ საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ისტორიაში მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას. სხვა ნაყარ-ნუყარი პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ამ სამარცხვინო წოდებას ისე, როგორც გახარია.

ამ უნამუსოს, ადამიანობადაკარგულს ბოლომდე ვიცავდი უამრავ თანამოაზრესთან ერთად.

გიორგი გახარია სხვა ურეიტინგო შარახვეტია არსებების მსგავსად, მაზოხიზმის ჭაობშია – როგორც კი მიავიწყდებათ, ისეთს იტყვის, რომ სამართლიან საზოგადოებრივ რისხვას იმსახურებს”, – აღნიშნავს აბაშიძე.

გაზიარება