„რამდენიმე დაქირავებული ევროპარლამენტარი ომახიანად ბოდავდა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე და სხვა სიგიჟეებზე. ამ ფოტოზე წარმოდგენილი ხალხის უმრავლესობა არიან ჩვეულებრივი ლობისტები. ეს ხალხი ფულს იღებს სისულელეების ლაპარაკში და ზუსტად ამიტომ არის მათი განცხადებები ჩალის ფასზე ნაკლები ღირებულების”, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი და აზიარებს ფოტოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების აქციას ასახავს.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს და უკვე ყველასთვის ნათელია, თუ რამდენი ათასი ევრო დაჯდა ეს ფოტო.
„ამ ხალხს ფულს უხდიან იმის ლაპარაკში, რომ, თურმე, ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია ეს ქვეყანა.
ამ ხალხს ფულს უხდიან იმის ლაპარაკში, რომ, თურმე, ბიძინა ივანიშვილი “რუსი ოლიგარქია” და არა ყველაზე დიდი მეცენატი.
თან, იმ ხალხს, ვინც ამ გაუგებარ ხალხს ფულს უხდის, იმის ილუზია აქვს, რომ ქართველი ხალხი ამ სისულელეებს დაიჯერებს. ამ სუბიექტების დამქირავებლებს სჯერათ, რომ რადგან ვიღაც ფოტიგები და კრამონები თითს დაგვიქნევენ, ამით ქართულ საზოგადოებაში “ნაცმოძრაობის” რეინკარნაციას და რომანტიზებას შეძლებენ.
ამ ფონზე შეიძლება, კიდევ ვინმეს ჰქონდეს კითხვა ამ ხალხის გულწრფელ წუხილზე ქართული დემოკრატიის მიმართ?“- წერს გვიდიანი „ფეისბუკის“ გვერდზე.

გაზიარება