„ამბობდნენ რომ მას [მიხეილ სააკაშვილი] აღმოაჩნდა გარკვეული ნივთიერების კვალი, და თურმე ყველას გვაქვს ორგანიზმში ეს ნივთიერება, ოღონდ მას აქვს დასაშვებ ზღვარზე გაცილებით დაბალი. აღმოჩნდა, რომ ის არავის მოუწამლავს და არანაირი ეჭვიც არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეს იყო მანიპულაციის უმაღლესი მწვერვალი – მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსები და კონკრეტული ექსპერტებით გაგრძელებული.
„ანუ, მთელი წინა კამპანია მის მოწამვლასთან დაკავშირებით იყო ფეიკი. ქვეყნის შიგნით ყველამ გაიგო, რომ თურმე იტყუებოდა ყველა, ვინც მის მოწამვლაზე საუბრობდნენ, მაგრამ ლობისტები მთელს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს. საქართველოს გარეთ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლეს და ის სიმართლე, რაც გამოაშკარავდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მარტივად აღარ გაიყიდება. ვგულისხმობ, რომ მათი ლობისტები ამ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ამ ფეიკებით რა სააკაშვილის სიმულაციებთან და ტყუილებთან არის კავშირში, ზიანდება პირველ რიგში საქართველო“, – აღნიშნა მდინარაძემ.