„კეზერაშვილმა რუსული რუბლების სკანდალში გახვეული ხოშტარია კომიკური ხაბეიშვილით ჩაანაცვლა და მისი აქტიურობით სცადა თემის აწევა, მაგრამ ესეც ამაოდ. ამის მთავარი მიზეზი კი, გეგმის ავტორების უნიჭობაზე მეტად, საქართველოს ხელისუფლების მხარეს არსებული სიმართლეა“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება მკაცრად იცავს გაცემულ პირობას და სანქციების გვერდის ავლის პრეცედენტს არ უშვებს. ასეთ დროს კი, ამბის ხელოვნურად მოგონება სერიოზულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„ამერიკელები, კეზერაშვილი და რადიკალები ცდას არც მომავალში დააკლებენ, რათა ხელისუფლება და ქვეყანა რამენაირად დააზიანონ.
პოლიტიკურად გაკოტრებული და ოლიგარქობაში მხილებული კეზერაშვილი კი, ამჯერად ვანო მერაბიშვილის ხელით “ნაცმოძრაობის” პარტიის ექსპროპრიაციითაა დაკავებული.
პარალელურად ის, ვანო ნაკაიძის ხელით, გაკოტრებული ხოშტარიას, ჯაფარიძის და ვაშაძის ერთკაციანი პარტიებისგან ერთი „მძლავრი“ ამრევი პარტიის შექმნას ცდილობს.
მართალია, ჯუფდებადობის კანონით, მამრავლების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ნული ვაშაძის, ნული ჯაფარიძისა და ნული ხოშტარიას ნამრავლი ისევ ნულს გვაძლევს, ასევე არც „ნაციონალების“ აღორძინება ჩანს რეალური, მაგრამ ხელისუფლებამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ქვეყნის ინტერესების დაზიანების შესაძლებლობა არავის უნდა მისცეს“, – აღნიშნავს ფილოსოფოსი.