“გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც “ნაცმოძრაობასთან” მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი “ენჯეოებზე” არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხოეთიდან “ენჯეოების” დაფინანსების პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხეს ქმნის.

„ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. “ენჯეოების” დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“, – აცხადებს მოძრაობა “ხალხის ძალა”.

გაზიარება