„დღეს სტუდენტებთან ჰქონდათ შეხვედრა ნინო ლომჯარიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს, სადაც პირდაპირ ტვინებს ურეცხავენ, რომ აიკრძალება არასამთავრობოები და სტუდენტებს განვითარების პერპექტივა ეკარგებათ.
ადგილზე რამდენიმე სტუდენტმა საპირისპირო აზრი დააფიქსირა და კრიტიკული კითხვები დასვა, რაზეც სულ “შპიონები” და შეგზავნილები ეძახეს და რაზეც სტუდენტებს შორის შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური გემოვნების მქონე პროფესორები ბოროტად იყენებენ სტუდენტებთან წვდომას და მათ, პროცესების რადიკალიზაციის მიზნით, არასწორ ინფორმაციას აწვდიან აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შესახებ.

„რა პროცესს ვადევნებთ თვალს ახლა?

  • იქიდან გამომდინარე,რომ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ვერ ახერხებენ დღის წესრიგის შექმნას, ყველაფერს კადრულობენ ეს უსამშობლო ნაძირლები – მათ შორის, სტუდენტების დაპირისპირებასა და ბულინგს.
    ლომჯარია რა წარმოების ნაგავიცაა, ვიცით, მაგრამ ეს ჩამოუყალიბებელი პოლიტგემოვნების პროფესორები კაჭკაჭიშვილის სახით, რომელნიც საიდანაც დაუბერავს ნიავი, იქ ქრიან, ყველაზე მავნე გამოვლინებების არიან. წვდომა აქვთ აუდიტორიებთან და სტუდენტებთან, რასაც ბოროტად იყენებენ.
    აბა, ახლა, თუ მიხვდებით, რატომ დააჯილდოვა სახდეპმა ლომჯარია ორდენებით და ასე გაშმაგებით რატომ იცავს კელი დეგნანი?
    ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ დირიჟორობს საქართველოში პროცესებს, რასაც გუშინდელი პრაისისა და საელჩოს განცხადებები მოწმობს.
    ჰოდა, ახლა ამერიკული “ლეგიტიმაციითა” და თვითკმაყოფილი იდიოტიზმით განმსჭვალული, კოლექტიური ლომჯარია-კაჭკაჭიშვილები სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ, რომ, რამენაირად, პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს ქვეყანაში.
    მინიმუმ, იმიტომ, რომ ლომჯარია ღირსების ორდენს მიიღებს ბაიდენისგან და კაჭკაჭიშვილს სოცკვლევას დაუფინანსებენ.
    ნუ, ქვეყანა… ჭირსაც არ წაუღია? ამათთვის ხომ მთავარი საკუთარი ბინძური ეგოს და “დიდი ძმის” დაკმაყოფილებაა?

უსამშობლო გენმოდიფიცირებულები ყოველთვის ამ მოტივაციით მოქმედებენ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის“ გვერდზე.

გაზიარება