„ვხედავთ, რომ ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ხალხის ძალა” ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის არეულობის მცდელობას, ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და საქართველოში მშვიდობა შეინარჩუნოს.

„უშუალო ამერიკულ რესურსებთან ერთად, მასში სრულად არიან ჩართული ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება