“ნაცმოძრაობაში” ადრე გაბნეული ქვების შეგროვების დრო დადგა. ამ ბოლო დღეებში ერთად დამწკრივდნენ და ერთი ქოლგის ქვეშ მოგროვდნენ “ნაცმოძრაობის” ანასხლეტები, მათი ღია თუ ლატენტური მხარდამჭერები“, – წერს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “უკვე ყველა ერთ სიბინძურეში ამოისვარა” და რაც ადრე გამოსდიოდათ, ახლა აღარ გამოუვათ.

“თუმცა, რომ იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. იმედია, ეხლა მაინც დარწმუნდება საზოგადოება, რომ “ნაცმოძრაობის” გამონაყოფებისთვის ან მათი სატელიტებისთვის ხმის მიცემა, ფაქტობრივად, “ნაცებისთვის” ხმის მიცემას უდრის”, – აცხადებს ანჯაფარიძე.

გაზიარება