„რა სამარცხვინო და ამორალურია, იყო ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გერქვას ,,უფლებადამცველი”, “ენჯეოშნიკი” და შეურაცხყოფას აყენებდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს. მანამდე რატომ ვერ გაბედა, გაეკრიტიკებინა ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც დიდი პატივით ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს?!“ – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის „ფეისბუკის“ სტატუსს.

“რა მიზანს ემსახურება მისი განცხადება იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი აძლიერებს და აფართოებს თანამშრომლობას აზერბაიჯანთან?
მადლობა ღმერთს, რომ 2012 წელს მშვიდობით გავისტუმრეთ ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებიდან, თორემ ახლა, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რამდენ უბედურებას მოუტანდნენ ქვეყანას, ადვილად წარმოსადგენია… თუმცა ყველა ვხედავთ, ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, როგორ ცდილობენ, მაინც როგორმე ავნონ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს სატელიტი პარტიების, მართვადი მედიისა და გიორგი მშვენიერაძის მსგავსი კლავიატურის ლომი ,,ენჯეოშნიკების” გამოყენებით. საქართველოს მტრობას კარგი არავისთვის მოუტანია და არც თქვენ მოგიტანთ!“ – წერს ბოჟაძე.

გაზიარება