ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“დარწმუნებული ხართ, ბატონო გენერალო, რასაც ამბობთ, რომ ეს სიმართლეა? თქვენ როგორც გადამდგარი თანამდებობის პირი შეზღუდული უნდა იყოთ ინფორმაციის მრავალმხრივ შემოწმებაში, შესაბამისად, ორიდან ერთი რამ იკვეთება:

ან მთლიანად ეყრდნობით რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რითაც თქვენ, ნებსით თუ უნებლიეთ, სუვერენული ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს საკმაოდ უხეშად ეწინააღმდეგებით;

ან უფრო შორს მიმავალი გეგმები გაგაჩნიათ, რისთვისაც თქვენს ავტორიტეტს და სახელს, საკმაოდ საეჭვოდ, ისევ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებთ.

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, ერთი ვერსიაც და მეორეც სამარცხვინო და ხელის შემშლელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისათვის. ვგონებ, მეტი დაფიქრება გმართებთ”, – წერს ნიკოლეიშვილი.

გაზიარება