ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გამოსვლამ ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას. ყველა საკითხზე მისი პოზიცია იყო ობიექტური და, რაც მთავარია, ადეკვატური.

მან თქვა, რომ ევროკავშირში ხედავენ, თუ როგორ მუშაობს ხელისუფლება ევრორეკომენდაციების შესრულებაზე;
მან თქვა, რომ სამუშაო პროცესში ჩართულობა ყველას პასუხისმგებლობაა! ანუ, ოპოზიციას მიუთითა, რომ დესტრუქციას თავი დაანებონ და სამუშაო მაგიდას მიუსხდნენ;

მან თქვა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია; მან თქვა, რომ შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური განვითარება; მან თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. მას არ უწოდებია ქურდაბაცაცასთვის “მედიამენეჯერი” და კრიმინალისთვის – “პოლიტდევნილი მესამე პრეზიდენტი”; მან თქვა, რომ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონი არ და ვერ იქნება მორგებული ერთ ადამიანზე.

P.S. – აი, ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოზე და არა ის სიგიჟეები, რასაც “ნაციონალების” მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები თავს გვახვევენ“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე გვიდიანი.

გაზიარება