„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გლობალური რთული პროცესებიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებიც კი პრაქტიკულად რეცესიის წინაშე დგანან“, –  წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებთან დაკავშირებით.

„წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები. უფრო მეტიც, წელს ეკონომიკური ზრდა აჭარბებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც. თავის მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ხელისუფლების მიერ გატარებულ როგორც ეკონომიკურ, ისე გონივრულ საგარეო პოლიტიკასთან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოს გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი  ექნება. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგს შეუერთდება. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ ამ ყველაფრის არდანახვა და მსგავსი მიღწევების გაუბრალოება, უბრალოდ მავნებლობაა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არსებული ტემპების შესანარჩუნებლად და გასაზრდელად”, – წერს გვიდიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება