“ესენი არიან იმათი ფილიალი, ვინც ცდილობს, სიტყვა “შობა” ჩანაცვლდეს ფრაზა “ზამთრის დროით!“
ეტყობა, არ იციან ამ საცოდავებმა, რომ ქრისტიანობა კლდეზეა ნაგები, კლდეზე, რომელსაც, აგერ, 2000 წელზე მეტია, ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ვერც ვერასოდეს მოერევიან!” – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის მიერ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულ სტატუსს.

“აი, ეს არის ამათი ნამდვილი სახე!
აი, ასე ებრძოდნენ ზუსტად 100 წლის წინ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია)!
ანდროები, გიგები ჩერგოები, თუთბერიძეები, გირჩ-ზურაბები… თავიანთი ეშმაკის მოციქულური ბჟუტურობებით მიდიან და მოდიან, ჭეშმარიტი სარწმუნოება კი მარადიულია!” – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე გვენეტაძე.

გაზიარება