მადრიდში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია მიმდინარეობს. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. ტრიბუნას საქართველოს დელეგაცია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ გამოიყენებს.

“საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის დღევანდელი დღის წესრიგი არის ძალიან დატვირთული, იმართება რამდენიმე კომიტეტის სხდომა, სადაც გადის რამდენიმე ანგარიში. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ანგარიშებში ასევე საუბარია საქართველოზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაზე. ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არაა ერთადერთი და იზოლირებული მოვლენა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო თავის დროზე 2008 წელს. დოკუმენტები, სადაც ალიანსის მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს მხარდაჭერას, ასევე ღია კარის პოლიტიკას,” – განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება