“ესეც არის ოფიციალური განცხადება ფონ დერ ლაიენის. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ეყრდნობა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ქვეყნის მხრიდან კონკრეტული პუნქტების შესრულება და არა – პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებს, რომლებიც არ არიან, სამწუხაროდ, მოწადინებულნი… მათ არ სურთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.