„მართლმსაჯულება ყველასთან მიმართებით უნდა აღსრულდეს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. „სტრატეგიული პარტნიორი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავკჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ- ის საელჩოს განცხადებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

„ასე რომ, აქ ყველაფერი, მგონი, ნათელია. როცა სასამართლოს საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილება და გამოაქვს უკვე მეორე ინსტანციას, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება შეწყალებას, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება რა დროს, რა პრინციპზე დაყრდნობით უნდა გამოიყენოს ან არ გამოიყენოს, ეს მათ შორის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზეც აისახება. ეს მისი გადასაწყვეტია, რა პრინციპზე დაყრდნობით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმდენად ხელისგულზე დევს – რა განცხადებებიც კეთდებოდა, მე არ ვიცი, როგორ უნდა მიმართო პრეზიდენტს, რომელსაც არ აღიარებ. ხომ არ აღიარებდნენ მას პრეზიდენტად? როგორ უნდა მიმართონ? ხალხი არ აღიარებდა, შეურაცხყოფდა. ახლა როგორ უნდა მიმართონ რამეზე პრეზიდენტს?” – განაცხადა ოხანაშვილმა.

გაზიარება