,,მაგ კაცს სჭირდება ფსიქოთერაპია და, ალბათ, ფსიქიატრიც, რომ რეალობა მიიღოს, ბედს შეეგუოს, დამშვიდდეს, დაფიქრდეს, მოინანიოს, კათარზისი და განწმენდა შესძლოს!” – წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს წინაშე წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია.
,,არა, რა, ვერ ვმშვიდდები!!! ანუ, სიმულიანტს და მანიპულატორს რომ დაუდებ მტკიცებულებას, რომ ის სიმულიანტი და მანიპულატორია, ეს არ შეიძლება და დანაშაულია? სექტანტებო! უსინდისო და გულქვა ფარისევლებო!!! თქვენ კი, მისი მანიპულაციების მარიონეტები და ინსტრუმენტები ხართ!!!
რა წარმოუდგენელი მანიპულაცია და შანტაჟია საქართველოს წინაშე! – გამოუშვით მიშა, თორემ საქართველოს დავსჯითო, ყვირის მოსყიდული ლობი ევროპარლამენტში… და აქედან ეს ტყაჭა სექტანტები ხელს უწყობთ ამ შანტაჟში! ყველა მოგებულია – ევროპელებს მორიგი საბაბი ეძლევათ, რუსეთს დაუწვნენ, დაუთმონ და ჩვენ გაგვწირონ. მიშა ან უკანონო თავისუფლებას მოიპოვებს, ან მისი მანიპულაციების რეალიზების პროცესით იკაიფებს. “ნაცები” ფულს გააკეთებენ. სექტანტები საკუთარი კერპის მსხვერპლშეწირვით ინეტარებენ.
წაგებულია მხოლოდ საქართველო, თავისი დაშანტაჟებული ხელისუფლებით და რუსეთის ხახის წინაშე უმწეოდ დარჩენილი ხალხით, რომელიც არავის არ ადარდებს!” – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.