,,ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლებაზე არის მიშისტების ბოლო ან ბოლოსწინა “გასროლა“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
“ბაიდენიღა დარჩათ… რეზერვში.
ისე, ზელენსკის განსასჯელი არაა, საქართველოს რა შეეფერება და რა – არა. ჯობს, ეს შეფასება საკუთარ ქვეყანას მიუყენოს.
აქ რომ კონტეინერით გვიგზავნიდა მის ხელქვეითს და მისი ქვეყნის მოქალაქეს აქაური ხელისუფლების დასამხობად, ეს შეეფერება უკრაინას?” – წერს ანჯაფარიძე „ფეისბუკში“.

გაზიარება