სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის. გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესაბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გაზიარება