ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

როგორც ექსპერტი წერს, არ გაუკვირდება, რომ მალე ჰოლივუდში გადაიღონ ფილმი „რიგითი კეზერას გადასარჩენად“.

„ფილმის სცენარის მთავარი ხაზი იქნება, თუ როგორ არიან „ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა გადაფარებული დავით კეზერაშვილზე, რომელიც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, რომელმაც დიდი ფული ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე დააგროვა და რომელმაც ბოლო წლებში ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვითაც „გამოიჩინა თავი” (ამონარიდი ზაზა შათირიშვილის წერილიდან, რომელიც დღეს გამოქვეყნდა)”.

ცხადია, ფილმში გარკვეული დრო დაეთმობა ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, სადაც ლევან ხაბეიშვილის როლს რომელიმე ბოდიბილდერი შეასრულებს.
ფინალურ სცენაში ნაბრძოლი, ათას წინააღმდეგობაგადალახული “კეზერა” და “ხაბე” რიკოთზე დგანან, შორეთს სევდიანი თვალებით გაჰყურებენ, მაგრამ მზერაში ახალი ჩათლახობის სხივი კრთის“ – წერს გაბრიჭიძე.

გაზიარება