საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

„არ შეიძლება, საკანი ლუქსპალატამ ჩაანაცვლოს და ლუქსპალატა პარტიულ ოფისად იქცეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. მითუმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც ის პოლიტიკური ვაჭრობის ობიექტად იქცა. რეალურად, მისი ცუდად ყოფნა სწორედ ხელისუფლებას არ აწყობს, ექსპრეზიდენტის ზოგიერთ პოლიტიკურ მეგობარს კი ახლა წაადგებოდა ვითარების დასაძაბად და „შანსიც გაჩნდებოდა“. დღემდე, მიხეილ სააკაშვილს 1600-მდე სტუმარი სტუმრობდა. ვინ იღებს გარანტიას, რომ მათ შორის ყველა სანდოა მისი უსაფრთხოებისთვის?“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაზიარება