საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კანადურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებულები იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გახადონ.

„არა რუსულ კანონს“ თუ როგორაა საქმე, ჩვენო „ეროვნულო“ ბენეფიციარებო? ეს კანონი მალე ევროკავშირშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინიცირდება. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რისკი ტერორიზმის, ეთნიკური შუღლის, დესტაბილიზაციის, ფულის გათეთრებისა და სხვა სახელმწიფო პრობლემებისა, უკონტროლო ფულის ბრუნვას მოაქვს. ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?

კი და განსაკუთრებით, ყველაზე დიდი ნაძირალა არა თვითონ არასამთავრობოთა წარმომადგენლები, არამედ იმ სტუდენტებს ამოფარებული პროფესორ-მასწავლებლები არიან, ვინც სასარგებლო იდიოტის როლი მოირგო და ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავდა!

ყველაზე სამარცხვინო, არა კანონპროექტის ავკარგიანობა, არამედ ელჩის თითის გატკაცუნებაზე მოცეკვავე ბრბოა!
მონასა და მანქურთს შორის, იცით რა განსხვავებაა?

მონას, ბრძოლის პერსპექტივა აქვს და მანქურთს სჯერა, რომ საკუთარი მონობა თავისუფლებაა!
დადექით ახლა და ეკა ბესელიას ხმით იღმუვლეთ: ცივილიზაციას გვაშორებენ „ფიფოლ“…

P.S.
ახალ უარეს „ნარატივს“ მოგცემთ, საკუთარი უნიათობის „გასაპრავებლად“ – კანადა, ამერიკა, ევროპა და ყველა ჩვენ გარდა, ჩვენზე განვითარებული საზოგადოებებია და ეგეთი კანონი იქ გაამართლებს-თქო“, – წერს ქადაგიძე.

გაზიარება