„არაფერი ამართლებს ძალადობას. გამოხატვის თავისუფლებას აქვს თავისი ფორმები. ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე წუხელ, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ალბათ, თქვენ თვითონაც ხშირად გამოგიყენებიათ ფრაზა – არაფერი ამართლებს ძალადობას. ეს მოქმედებს ყველგან და ყველა პირობებში. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს თავისი ფორმები. ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

„არ მინდა დავასახელო პარლამენტის წევრი, რომელმაც აქციის მონაწილეებს პირდაპირ მოუწოდა უკანონობისკენ – პიკეტირებისკენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ ოპოზიციის ნაწილის მიერ დამკვიდრებული ყალბი ნარატივის შედეგად… ეს ემოცია შემდეგ ამ პოლიტიკოსების წაქეზებით მიიმართა აგრესიისა და კანონდარღვევისკენ. მათ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ. ეს არ არის პარლამენტის შტურმის პირველი მცდელობა, სხვა დროსაც გვინახავს ეს. ჩვენი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება