„როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით.

„ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში (და ვფიქრობთ, რომ, დიდი ალბათობით, ეს ასეც მოხდება), ეს არის პირდაპირ დიაგნოზი “ნაციონალური მოძრაობის” – თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსებისგან და საზოგადოებას თავისი თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა“, – განაცხადა ამილახვარმა.

გაზიარება