ჟურნალისტის შეკითხვაზე – მოიკითხა ან შეისწავლა თუ არა ელენე ხოშტარიას პარტიის რუსულ ფულთან კავშირი, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებულ განცხადებებს (მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ ხოშტარია სწორედ რუსული ფულით ფინანსებოდა და ამ გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს), ეკა გიგაური პასუხობს:
„არა, აქ პარტიაზე არ იყო საუბარი. აქ საუბარი იყო მის ოჯახზე და მას ეს არ უარუყვია. პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ელენე ხოშტარიას რუსულ ფულთან დაკავშირებით: „პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“.
