„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებას იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელშიც ეხმიანება.

„უღირსი საქციელის ჩამდენსაც ღირსეულად უნდა მოექცე, ამიტომ ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ამორალური სიტყვიერი თავდასხმების პასუხად რადიკალური ოპოზიციის წევრების შვილებს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოსა და მშვიდობას ყველა სხვა ბავშვთან ერთად.

არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა!“, – წერს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

გაზიარება