„რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გახდა (და კიდევ გახდება) სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ივანიშვილის უკან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
„ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს დაუბრუნდათ სახელმწიფო და რეალური დემოკრატია; მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი; როდესაც ჯანდაცვა სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცველი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს; ბიზნესი არის თავისუფალი, მედია მრავალფეროვანია და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.