„რადიკალური ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული,  ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, – დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც, თავის დროზე, ევროკავშირის ჩართულობითა და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და კანონი და მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით,  იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ უკრაინული კანონი თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში, სწორედ მათ, შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები.

„მოლდოვაც გეგმავს, უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს. ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი. ისინი ამბობენ, – ჩვენ ჩვენი – ქართული მოდელი უნდა შევქმნათო. ეს ქართული მოდელი მათ ფანტაზიაში და მათი გადმოსახედიდან არის ორსიტყვიანი კანონის მიღება, სადაც ჩაწერილი იქნება მხოლოდ სახელი და გვარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება