“არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც ჩაიყვანენ უკრაინაში და მეორე – იღებენ საკომისიოს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი – LIVE”.
მისივე თქმით, პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში იდეით არის ჩასული, მაგრამ როდესაც ეს ხდება კომერციული ინტერესებისთვის, აქ ზღვარის გავლებაა აუცილებელი.
„კონკრეტულ ადამიანებს აშკარად კომერციული ინტერესი აქვთ. ისინი იღებენ საკომისიოს, რაზეც ინფორმაცია ერთერთმა ოპოზიციონერმა მოგვაწოდა, როდესაც ჩასული იყო უკრაინაში. ეს გავრცელებული ინფორმაციაა.
ჩვენ არ ვამბობთ რა თქმა უნდა, რომ ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, რომელიც იბრძვის უკრაინაში და დღეს რამდენჯერმე ხაზგასმით ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ვინმე იდეით არის ჩასული უკრაინაში და იდეით საკუთარ სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ პატივისცემით უნდა მოვკიდოთ თავიდან ბოლომდე, მაგრამ მეორე საქმეა, როდესაც ეს ხდება კომერციული ინტერესებით და ანაზღაურების სანაცვლოდ. ორი სხვადასხვა რამეა. ნახევრად მოხალისე შეიძლება სხვა რამეში იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლაში და ომში ცოტა ძნელად წარმომიდგენია, ამიტომ რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს. ჩვენ იქაც არავის არ ვამუნათებთ, ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს. მინიმუმ მეტ პატივისცემას ხომ იმსახურებს ის ადამიანი, რომელიც იდეით არის იქ ჩასული, ამიტომ რაღაც ზღვარი გავავლოთ, აქ მეტი არაფერზეა საუბარი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.