„არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან შესაბამისი ინტერესები და სურვილები დგას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად.

„ამ ადამიანების შეფასებას, განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს და, რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე მათ არ ამოძრავებთ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველა მათი გზავნილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ შეფასება გაკეთდეს, ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის უკან – იმიტომ, რომ ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება