“არც ერთი ქვეყანა არ გზავნის მოხალისეებს პირდაპირ უკრაინაში, მეტიც, – ისინი არ ეხმარებიან მოხალისეებს, რომ წავიდნენ და იომონ უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურად ყველა მთავრობისთვის წამგებიანია. პირდაპირი პოლიტიკური დარტყმაა ნებისმიერი ხალხისთვის, როდესაც მათი მოქალაქეები იღუპებიან საზღვარგარეთ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამისკენ სიხარულით მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, არის ქართული რადიკალური ოპოზიცია.
„რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნების პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ნატო-ს ქვეყნებს, რომლებსაც ამერიკის ბირთვული ქოლგა იფარავს, ისინი აქტიურად ეხმარებიან უკრაინას შეიარაღებით“, – განაცხადა ხელაშვილმა.