„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს აკრიტიკებს.
„არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არც მთავრობის გადადგომა და არც ვადამდელი არჩევნები? მხოლოდ კანონის უკან გაწვევა და გუშინ დაპატიმრებულების გათავისუფლება? ესაა მოთხოვნა?
ვთქვათ გაიწვიეს კანონი, ან პრეზიდენტადწოდებულმა ვეტო დაადო, რომელსაც ვერ დაძლევენ და გუშინ დაპატიმრებულები გაათავისუფლეს, მორჩა ამით?
კარგად ვიცი ეტაპობრივი გამარჯვებების მიღწევის ფასი, მაგრამ ეს კარგ შემთხვევაში შეცდომაა!“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ხაბაზი.